შევარდნაძეს ჰქონდა ხედვა, სააკაშვილსაც ვერ დააბრალებ, რომ ხედვების ნაკლებობა ჰქონდა… ასეთ ხედვებს ვერ ვხედავთ არსებულ ხელისუფლებაშიმ – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავარი არხის ეთერში საუბრობს.
წარმოიდგინეთ ეს იყო ამდენხნიანი პროცესი, მათ შორის ადამიანების და ლიდერების ჩამოშორების, ეს სხვათაშორის, ხშირია ავტორიტარულ სისტემებში რომ სხვა ლიდერები უნდა ჩამოიშოროს მთავარმა ლიდერმა და მარტო თვითონ დარჩეს, მაგრამ ამის უკან ხომ ჩვენ ხომ 10 წელი სააკაშვილის გარდა არაფერი არ გვესმოდა, – ამბობს მარგველაშვილი.