თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ ქალაქ დიარბაქირში წუხელ აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. ბომბი ქალაქის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა კი იქვე მდგომ ავტომობილში გააქტიურდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარში ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს. თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში უკვე 1 თვეა ქურთების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.