თბილისში, ვაკეში ახალგაზრდა გოგო კორპუსის აივნიდან გადავარდა და დაიღუპა.
გარდაცვლილი მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისში სტაჟირებას გადიოდა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩემი გუნდის სახელით ჩემი სტაჟიორის ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში, მომავალი ადვოკატის – ნინი ღვინიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. შეძრწუნებული ვარ ამ ტრაგედიით და დიდხანს გააზრება გამიჭირდება. ნინიმ სწორედ ჩემი რჩევით ჩააბარა ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები, მან ეს შეძლო და დიდი სურვილი ჰქონდა წარმატებული ადვოკატი ყოფილიყო”, – წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.