ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაქვიაშვილი: არ მჯერა, რომ ქართული ოცნებისა და ენმ-ს მხრიდან შერიგების გულწრფელი სურვილი არსებობს

ოპოზიციონერი დეპუტატი, გირჩის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ სანამ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შერიგების გულწრფელი სურვილი არ იარსებებს, სხვა აქტორების მოწოდებები, იქნება ეს პრეზიდენტი თუ ვინმე სხვა, უშედეგო იქნება.

“ცალკე საკითხია, რამდენად არიან შერიგებისთვის ძირითადი დაპირისპირებული მხარეები – ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. მართალი გითხრათ, მე არ მჯერა, რომ მათი მხრიდან შერიგების გულწრფელი სურვილი არსებობს. სანამ ეს სურვილი არ იარსებებს, ვინც არ უნდა მოუწოდოს მათ – პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება, პატრიარქმაც, ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმაც, გირჩმაც – არაფერი არ შველის”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

იტვირთბა....