საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა 39-მა დელეგატმა მიიღო და ყველამ მხარი დაუჭირა.
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლით აირჩიეს.