ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ბუბა კიკაბიძე სააკაშვილზე: ჩაი დამალევინა, კარგად არ არის თვალებზე ეტყობა, თუმცა გატეხილი არაა

ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა – ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. მითხრა – დღესვე დავიწყებ რეკვასო, იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ და მივხედავთო.

ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება ექნება. აქ ისეთი სისულელეები ხდება სასამართლოზე. ახლა ალბათ ბაიდენის კარადა რომ გავაღოთ, იქ შეიძლება 200 “კოსტიუმი” იყოს. ჩვენს დაბალ დონეზე ლაპარაკობს ეს ყველაფერი

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

იტვირთბა....