ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: არ ვიცი რამდენად გულწრფელია, მაგრამ ვისურვებდი, შეასრულოს ეს როლი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძის თქმით, მან არ იცის რამდენად გულწრფელია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შერიგებაზე საუბრის დროს. თუმც ისურვებდა, ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს.
“არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს.
ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა:
– ფიქრი და ქმედება მართმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება;
– მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე;
– გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი.
ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას”,- წერს დეკანოიძე

 

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

“პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”,-განაცხადა ზურაბიშვილმა

იტვირთბა....