ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობა სუბელიანი: მექსიკის საზღვარზე ციხე სავსეა ქართველებით – გამორბიან, იმიტომ რომ უპერსპექტივობაა ქვეყანაში

მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა, აღმოჩნდა ემიგრაციაში. ჩვენ ხელფასის გარდა არასოდეს სხვა შემოსავალზე არ გვიმუშავია, აღმოვჩნდით მტრულ გარემოში და მე, პირადად, ძალიან ბევრი რამ დამაბრალეს. ვინც კი საღად აზროვნებდა და ვინც პროგრესისკენ იყო მიმართული, ასეთი ადამიანები – არიან ემიგრაციაში. მე, პირადად, უკანასკნელი 4 წელი არსებობისთვის ვიბრძოდი, რომ ჩემი ოჯახი შემენახა და მიმეღწია იმისთვის, რომ ლეგალური სტატუსი მიმეღო. მექსიკის საზღვარზე ციხე სავსეა ქართველებით. გამორბიან, იმიტომ, რომ უპერსპექტივობაა ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის შედეგი და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კახა ბენდუქიძე გააქცია ქვეყნიდან – პირდაპირ უთხრეს : გაჩუმდი, თორემ დაგიჭერთ.

ამის შესახებ ყოფილმა მინისტრმა, კობა  სუბელიანმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....