დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე ნახსენებ წინადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზადაა მის ინიციატივაში ჩასართავად.
“მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში.
გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ ყველანირი კომპლექსის გარეშე მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი.
პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფისქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.”, – წერს ელენე ხოშტარია.