ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: რუსეთმა აშშ და მსოფლიო დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს

რუსეთმა აშშ-ს პირობა მისცა, რომ არ განაგრძობს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებულ ესკალაციას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დაიმოწმა 9 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დეტალები.

„რუსეთმა შეერთებულ შტატებს და მთელს მსოფლიოს მისცა პირობა, რომ არ აპირებს ესკალაციის გაგრძელებას. ჩემი აზრით, დღეს ეს თუმცა მცირე, არა საბოლოო, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია,“-  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პარასკევს საღამოს ტელეარხ “1+1″-ის ეთერში.

ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ არ გამორიცხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ ამაში მას მხარს უჭერენ პარტნიორები ევროკავშირსა და აშშ-ში.

იტვირთბა....