[su_quote]ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხედავს, რომ ყველა ბრძოლა წააგეს და შევიდნენ ისეთ პროცესში, რომელიც მათთვის არ იყო მომგებიანი, თუმცა ვეღარც გამოდიან ახლა ამ პროცესიდან. ეს არის მათი პრობლემა, შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ არა მათი მათთვისვე გაუგებარი დღის წესრიგის მიხედვით, არამედ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის შესაბამისად. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც არის სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებში. რა თქმა უნდა, მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ თავი დააღწიონ იმ არასწორ დღის წესრიგს, იმ სპირალს, რომელშიც თავადვე არიან შესული წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისინი უნდა გადაერთონ პოზიტიურ, ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო დღის წესრიგზე[/su_quote]
ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.