ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძემ, ალბათ არგუმენტები აწონა და წასვლის გადაწყვეტილება ასე მიიღო.
“ალბათ, მან აწონა ყველა არგუმენტი და საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება, პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ეს მისი უფლებაა ისაუბროს ამ არგუმენტაციაზე. ჩვენ, ალბათ, ამ საკითხზე მარჩიელობას უნდა დავანებოთ თავი. არანაირი ინფორმაცია დაპირისპირებასთან დაკავშირებით არ მაქვს”,- განაცხადა ნინო წილოსანმა მთავარ არხთან.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.