ისეთი არაფერი ხდება, მინისტრები, მთავრობები იცვლებიან და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
“ორი წლის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძემ საკმაოდ მძიმე რეჟიმში იმუშავა, იყო სერიოზული შემოტევები. როცა კოვიდმდგომარეობა ასეთია და ეს ყველაფერი ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, არის გარემოებები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სერიოზულად დაძაბავს. თანამდებობიდან წასვლის დეტალებზე ტიკარაძე თუ არ საუბრობს და აცხადებს, რომ მოგვიანებით ექნება განცხადება, ჩემი შეხედულების გამოხატვისგან თავს შევიკავებდი, თუმცა ისეთი არაფერი ხდება – მინისტრები, მთავრობები იცვლებიან და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს,”- განაცხადა გია ვოსლკიმ.
ნფორმაციისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.ა