[su_quote] ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ, გუშინ ძალიან გვიან გავიგე, მე ღონისძიებაზე ვიყავი და შემთხვევით გავიგე, წინასწარ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მე, როდესაც საქმის კურსში არ ვარ არსებული ფაქტის შეფასება როგორ გავაკეთო – ალბათ, პრემიერი გააკეთებს შემაჯამებელ შეფასებას. ნებისმიერი მმართველობითი ნაწილი, ნებისმიერი მართვა გარკვეულ ცვლილებებს ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვს. ცვლილებების მიზეზი შეიძლება იყოს პიროვნული ფაქტორი, მან გადაწყვიტოს, რომ აქამდე რეფორმების ამ ნაწილში და სხვას ვხედავ გამგრძელებლად და მეორე – მასშტაბური ცვლილებები, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, მთავრობა ფიქრობს რაღაცას. ასეთ დროს საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაში პარლამენტი არ ერევა და ეს ყველაფერი პრემიერის პრეროგატივაა. [/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ მეტრონომთან საუბრისას განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.