ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

თურნავა ტიკარაძეზე: საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ სკანდალურ კონტექსტს

[su_quote]მე ვერ დაგეთანხმებით, ტერმინი „შეეწირა“ არის აბსოლუტურად უადგილო, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ მედია რამე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე სხვადასხვა ადგილზე გადანაცვლება, ის გუნდის წევრად რჩება. პანდემიასთან ბრძოლის გარკვეული ეტაპი, რაზეც მან გუშინ ძალიან კარგად და დეტალურად ისაუბრა, ჩავლილია და ახლა ახალი ეტაპი იწყება, ამას კი, ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება. უარვყოფ, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. სამთავრობო გუნდის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერ-მინისტრი. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ უახლოეს პერიოდში რამე სხვა ცვლილებაც იგეგმებოდეს, თუმცა ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა [/su_quote]

ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, რითაც კატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

იტვირთბა....