პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება.
კუჭავამ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში არ ყოფილა რაიმე დაპირისპირება.
“გუშინ ბრიფინგს ყველამ მოუსმინეთ და ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. იშვიათად, ხშირად, როდესაც სხვადასხვა ფორმატებში ვიკრიბებიდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. გადადგომებზე არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის შესახებ, ყოველდღე მიდის ჭორაობა. ადრე თუ გვიან, როდესაც ეს ფაქტი ხდება, შემდეგ ამას ვამბობთ. სამი წელია, ეს ადამიანი იყო ჯანდაცვის მინისტრი. სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებენ”,- განაცხადა კუჭავამ.
ინფორმაციისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.