ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: გულში ყველას მოსწონს ის, რაც დედაქალაქში ბოლო 4 წლის განმავლობაში გაკეთდა

მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია გავამართლოთ თითოეული ის იმედი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს და შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს გავეცით. ერთადერთი გუნდი და კანდიდატი ვიყავით, რომელიც კონკრეტულ საქმეებზე საუბრობდა და ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქალაქის განვითარება. გვაქვს იმის შანსი, რომ ეს 4 წელი სწორად გამოვიყენით ქალაქის მართვისთვის და ძალიან მაგარი პროექტები განვახორციელოთ, ისეთი, როგორიც ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს მოეწონება.

მათაც, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვს…შეიძლება ღიად არ დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულში ყველას მოსწონს ის, რაც გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, რადგან ისინიც სარგებლობენ ამ სიკეთეებით, ისინიც გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათი შვილებიც სარგებლობენ განახლებული პარკებით, სკვერებით და ა.შ. ბევრი გვექნება სამუშაო და დიდი ენთუზიაზმით უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქს

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბლისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....