მთავარი პოლიტიკა ციტატა

იოსელიანი: თუ კიდევ ვინმე ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, დიდ შეცდომას უშვებს

[su_quote]ვადამდელ არჩევნებზე დღეს საუბრის გაგრძელება არის კონტრპროდუქტიული და მხოლოდ აზიანებს პროცესს. ეს დღეს ჩვენი მოთხოვნა არ არის და თუ კიდევ ვინმე ამ მოთხოვნას აყენებს დიდ შეცდომას უშვებს, რადგან ვიცით, რომ დღევანდელი რედაქციით უკვე ჩაკეტილი არის 2024 წლის არჩევნებით ვადამდელი არჩევნების ვადა. ანუ, დღეს რომ ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ჩატარდეს გაზაფხულზე, ის პარლამენტი იქნება 2-წლიანი, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წელს უნდა ჩატარდეს არჩევნები. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ვუახლოვდებით 2024 წელს, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი აზრს კარგავს[/su_quote]

ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....