ახალი ამბები მთავარი სპორტი

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა.

ამის შესახებ გურასპაულმა და სანიკიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ცნობით, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე იქნება.

“მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე”, – განაცხადა გურასპაულმა.

ცნობისთვის, პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს.

 

იტვირთბა....