aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში

ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია. ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს მათ შორის სწორედ კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ სამ მილიარდ დოლარზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები და მათი კუთვნილი ტელევიზიები დღეს აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც სამი მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. ესეც არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, თუმცა საზოგადოება ბუნებრივია დაინახავს ყველაფერს. ამის უკან დგას უმარტივესი პოლიტიკური ამოცანები, თუმცა ყველაფერი არის აგებული სიცრუეზე, სიცრუეს ვერ ექნება წარმატება. საზოგადოება საბოლოო ჯამში ხედავს ყველაფერს. ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, მას საბოლოო ჯამში ვერ ამოატრიალებ ისე, რომ საზოგადოებას მიყიდო სრული ტყუილი. რაც წერია სახელმძღვანელოში, ეს არის ფაქტების უმარტივესი კონსტანტაცია. ვფიქრობ, მეტი ფაქტის კონსტატაცია არის საჭირო, რომ ბავშვებმაც იცოდნენ, როგორი იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი, იცოდნენ, რა მასშტაბის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ბიძინა ივანიშვილს საქართველოში
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

იტვირთბა....