ხვალ, 2 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, აღნიშნულ აქციაზე ელოდებიან ყველას – განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.
“მე მინდა ხაზი გავუსმა ფაქტს, რომ არ მინდა ადამიანებმა იფიქრონ რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია. ეს არის არის მათ შორის, იმ ადამიანების მხარდამჭერი აქცია, რომლებიც შესაძლოა სულაც არ ფიქრობენ, რომ მიშა უდანაშაულოამ მაგრამ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებას სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც დავაანონსებთ აქციას გელოდებით ყველას, მნშვნელობა არ აქვს პროფესიას, პოლიტიკურ ხედვებს, მოგწონთ თუ არა პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი – მთავარია ითხოვდეთ მის თავისუფლებას, ამიტომ ხვალ, 2 საათზე, გელოდებით სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტის რეზიდენციასთან.
სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის გარდა სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც რელური ბერკეტი აქვს, რომ რეალობა შეცვალოს. მას აქვს ისტორიული შანსი, რომ ქვეყნის ისტორიაში შევიდეს რაღაც სტატუსით. ახლა, მას აქვს ისტორიული შანსი, რომ შეგვარიგოს მისი ქვეყნის მოქალაქეები”,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.