ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური ალტ-ინფოს პარტია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური, ალტ-ინფოს პარტია – ოფიციალურად დაარეგისტრირა.

მათ პარტიის რეგისტრაციისთვის რეესტრს 22 ნოემბერს მიმართეს, 25 ნოემბერს კი სააგენტომ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო რეგისტრაცია შეაჩერა და გამოსასწორებლად 10 დღე მისცა. განახლებული დოკუმენტაცია პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ მახარაძემ რეესტრში 2 და 6 დეკემბერს შეიტანა. ამის შემდგომ კი რეესტრმა პარტიის რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო.

პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია ზურაბ მახარაძე, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავაა. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია.

იტვირთბა....