მომზადდა 2021-2022 წლების ზამთრის პროგნოზი, რომლის გათვალისწინებითაც, 1 გრადუსით მაღალია სეზონის საშუალო ტემპერატურა, – ამის შესახებ მეტრონომს გარემოს ეროვნული სააგეტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა.
მისივე თქმით, პროგნოზი ყოველდღე ზუსტდება, თუმცა სინოსპტიკოსები განსაკუთრებულად ცივ ან განსაკუთრებულად ნალექიან ზამთარს არ ვარაუდობენ.
“ზამთრის სეზონის პროგნოზი უკვე შედგენილია. სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის რეგიონის ქვეყნების ექსპერტების კლიმატური პროგნოზების ანალიზის შედეგად. მომზადდა პროგნოზი, 2021-2022წლების ზამთრის პროგნოზი, რომლის გათვალისწინებითაც 1 გრადუსით მაღალია სეზონის საშუალო ტემპერატურაზე. ანუ, 3 თვის მანძილზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 9 დეკემბერს ველოდებით მხოლოდ წვიმას. დასავლეთ საქრთველოში ფიქსირდება 20 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. 9 დეკემბრის შემდგომ, ტემპერატურა იმატებს და 15 დეკემბრამდე ნალექიანი ამინდი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება თვის ბოლოს, დეკემბრის თვის პროგნოზი 1 გრადუსით მაღალი გამოვიდა, იანვარს თვის პროგნოზის მიხედვით ნალექები გამოვიდა ნორმაზე მეტი. პროგნოზი ყოველდღე ზუსტდება. განსაკუთრებულად ცივ ან განსაკუთრებულად ნალექიან ზამთარს არ ვვარაუდობთ”,- განაცხა სვეტლანა ნიორაძემ.