Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებლის, სოფო ჭყონიას განცხადებით, დღეს საქართველოში მოდა, როგორც ინდუსტრია არ არსებობს.
როგორც ჭყონიამ BMGDrive-ში საუბრისას აღნიშნა, მოდა შეიძლება ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი შემადგენელი ნაწილი იყოს, თუმცა ამ სფეროს სჭირდება მხარდაჭერა და ინვესტიციები.
“ამასთან ტურიზმიც ძალიან მჭირდრო კავშირშია, რადგან მოდის კვირეულის დროს საწყის პერიოდში ძალიან ბევრ სტუმარს ვპატიჟებდით, იქნებოდა ეს ბაიერი თუ პრესის წარმომადგენლი. შემდეგ უკვე გაჩნდა ისეთი ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან უბრალოდ დასასწრებად ჩამოდიოდა. პარიზში ხდება ხოლმე ასე, რომ მოდის კვირეულის პერიოდში ვერცერთ სასტუმროში ადგილს ვერ ნახავ. მიუხედავად იმისა, რომ ის ხალხი ვერცერთ ჩვენებას ვერ ესწრება, რადგან ამის საშუალება უბრალოდ არ აქვთ. იმ დროს პარისზში ყოფნა მაინც ყველას უნდა. ჩვენთანაც იწყებოდა ასეთი მიმართულება, ასევ ვთქვათ მოდის ტურიზმი. ჩამოდიოდნენ, რომ ენახათ დიზაინერები, გვწერდნენ, რომ იქნებ მოსაწვევი მოგვცეთ. როცა ვნახულობდით რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ეს ადამიანები, ზოგჯერ მიკვირდა, თუ საიდან გაიგეს რომ ვარსებობთ”, – განაცხადა ჭყონიამ.
მისივე თქმით, მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფომ აღნიშნულ სფეროში საგადასახადო შეღავათები დააწესოს.