ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ინფორმაციით, ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ. მელია სოციალურ ქსელში უწყების წარმომადგენლის შეტყობინებების ფოტოებს ავრცელებს.
“რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..
პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”,- წერს მელია.