ახალი ამბები მთავარი

მეუფე იაკობი: მთელი მსოფლიო არეულია და ნუ გიკვირთ, რომ ჩვენთანაც არეულები დადიან აქეთ-იქეთ

[su_quote] რამდენი წელია ვიძახდი – შევრიგდეთ, შევრიგდეთ, მაგრამ შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში. როცა ვამბობდი შერიგებას, ეკლესიაში ვეძახდი ყველას, რომ ეს ეკლესიაში მომხდარიყო, იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი რამ გვქონდეს სათქმელი ერთმანეთთან, გარეთ გამოტანა არ ღირდეს. როგორც ღმერთი ინახავს ჩვენს ცოდვებს და არ ანახებს თუ ვინ ვართ, ასევე შეიძლება არ იყოს საჭირო, რომ ერთმანეთს წამოვაძახოთ. როცა ეკლესიაში ვიქნებით, სათქმელსაც ადვილად ვეტყვით და არა მგონია, ღირსება ვინმეს შევულახოთ. მძიმე სათქმელს ყველას ეტყვი და მერე გარეთ საქმე აკეთონ. შერიგება და ერთად ყოფნა სადაც ხდება, იქ უნდა მიხვიდე. ყველამ უნდა ავიტანოთ ის, რამეთუ გვაქვს დაშავებული, სანამ ღმერთი მოგვკითხავს თითოეულს, ჯობს ერთმანეთს დაველაპარაკოთ მშვიდობიანად და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ იმ გზაზე, სადაც ასეთი სიღარიბე არ იქნება.[/su_quote]

IPN-ს ცნობით, თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

იტვირთბა....