ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: ქვეყანაში ომიკრონი ჯერ არ გამოჩენილა, წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება ​დაახლოებით სამჯერ მეტია

ქვეყანაში ომიკრონის შემთხვევა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება, წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება ​დაახლოებით სამჯერ მეტია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა მიზეზით ისევ დაიწყო დიდი შეკრებები და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

“ისევ დაიწყო სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები და რა თქმა უნდა, წამოვა ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც. ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 000 ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30%, თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ ომიკრონი არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებით​, რეინფიცირება ომიკრონის შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია”,- განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....