ახალი ამბები მთავარი

სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. მოსახლეობა საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიანი ვადა ითხოვა, რომელიც დღეს ამოიწურა და აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ინვესტორებთან შეხვედრას ითხოვენ.

სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

იტვირთბა....