საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ. თეა წულუკიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
“დღეს სწორედ ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ, ყვირიან მუზეუმს ანგრევენო ისინი, ვინც მუზეუმი რომ ინგრეოდა ხმას არ იღებდა; ყვირიან ისინი რომ თურმე ვირაცეებს აწამებენო, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო – ასეთი სიტყვაც არსებობს ქართულში. ის ვინც აუპატიურებდა პატიმრებს არის გამაუპატიურებელი, ის ვინც კლავდა არის მკვლელი და აშ. ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება, ეს სიძულვილის ენაა ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავით პრობლემას, ქალბატონო სალომე”, – ასე მიმართა წულუკიანმა დეპუტატ სალომე სამადაშვილს, რომელმაც მას ირაკლი ალასანიას პარტიაში ყოფნა შეახსენა.
„ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცისმკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს,”- პასუხობს წულუკიანი სამადაშვილს.