aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დეგნანი კობახიძეს: მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და კონსტიტუციური სამართლის ცოდნასთან დაკავშირებით  ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

“რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნას და გამოცდილებას კონსტიტუციურ სამართალში ისევე, როგორც ბევრი სხვა კონსტიტუციური ექსპერტისას, ვისაც შევხვედრივარ საქართველოში. ამ ქვეყანას გაუმართლა, რომ ჰყავს ბევრი, კარგად ინფორმირებული და განათლებული კონსტიტუციური კანონმდებლობის სპეციალისტი. მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში, მათ შორის, დავხმარებივარ სხვადასხვა ქვეყანას კონსტიტუციის შექმნის პროცესში; გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი და ა.შ. შედარება, რა მუშაობს კარგად ერთ სისტემაში და რა — მეორეში, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის. საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს დებატებს და განხილვებს კითხვაზე, რა არის სწორი საქართველოსთვის და ყველა პოლიტიკური პარტია, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა რომ პოზიტიური შედეგი იყო დაბალი ბარიერი, რომელმაც 9 განსხვავებული პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშაულება. ამიტომაც, ლიდერები შეთანხმდნენ 2%-იან ბარიერზე და სრულად პროპორციულ სისტემაზე, [რაც] არის ამ დროისთვის საუკეთესო საქართველოს დმეოკრატიული განვითარებისთვის”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....