aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სამადაშვილი წულუკიანს: მინისტრისგან, რომელმაც მიკროფონი გამოგლიჯა ჟურნალისტს, ალბათ კალმები აეცალა ქართველი მწერლებისთვის გასაკვირი არ არის

ასეთი საკუთარი წიგნიერებით თავმომწონე ადამიანისთვის ძალიან უცნაურია, რომ როგორც კი კულტურის სადავეები ჩაიგდეთ ხელში, თქვენი სადამსჯელო ინსტიქტები, სწორედ ქართველი მწერლების წინააღმდეგ მიმართეთ. მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირში კომუნისტურმა პარტიამ პირველი შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა, სწორედ მწერალთა კავშირი იყო, იმიტომ, რომ იცოდნენ მწერლობის გავლენა და მათი ღირებულება საზოგადოებაში.
გისმენდით და ერთადერთი, რაც გავიგე არის, ის რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური  მოტივაცია უდევს სარჩულად თქვენს დამოკიდებულებას კონკურს ლიტერასთან დაკავშირებით. თქვენ თქვით, რომ არ აპირებთ მწერლობას და კარგია მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, ალბათ, არც ის გავიკვირდება რომ კალმები აეცალა ქართველი მწერლებისთვის. კარგია, რომ ამას არ აპირებთ. კიდევ ერთხელ, განგვიმარტეთ ზუსტად რატომ ერჩით ლიტერას..
aviabiletebi
ავიაბილეთები

მიმართავს ფრაქცია ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში.

იტვირთბა....