ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი ოპოზიციას: მათ არავინ ემუქრება, რომ ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ, სცემენ – ფიზიკურად არავინ უსწორდებათ

გაცილებით მეტი ბერკეტები გააჩნია ოპოზიციას, ვიდრე ოდესმე გააჩნდა და მათ არავინ ემუქრება რომ ვთქვათ, ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ თუ სცემენ, ფიზიკურად არავინ უსწორდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია და მუშობა არ სურს.

„ერთი პარტია როცა მართავს – ვთქვათ რესპუბლიკური ან დემოკრატიული პარტია აშშ- ში, ეს არანაირად არ ნიშნავს ხელისუფლების უზურპირებას, რადგან სხვა პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია, უშველებელი ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ მინისტრს პასუხი მოსთხოვონ. მაგრამ როცა საქართველოში მინისტრი პარლამენტში მოდის და ანგარიშს აბარებს, დარბაზის მარჯვენა ფლანგზე ოპოზიცია არ ჩანს, მათ მუშაობა არ უნდათ, საბოტაჟის რეჟიმში არიან, თორემ ამ რეგლამენტით, კონსტიტუციით, რომელზეც ქართულმა ოცნებამ,  მათ შორის  ირაკლი კოაბახიძემ იმუშავა, რასაკვირველია, გაცილებით მეტი ბერკეტები გააჩნია ოპოზიციას, ვიდრე ოდესმე გააჩნდა და მათ არავინ ემუქრება რომ ვთქვათ, ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ თუ სცემენ, ფიზიკურად არავინ უსწორდებათ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....