გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაადეპორტეს. ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, ფრონტექსის წარმომადგენლის, ირამ ცირამუას თქმით, ეს 2021 წელს საქართველოს მოქალაქეთა 30-ე დეპორტაციაა.
“გერმანიიდან და შვედეთიდან მოხდა გაერთიანებული დეპორტაცია. დაახლოებით, საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. თავშესაფრის მიზეზად ისინი ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს თავიანთ ქვეყანაში და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ წელიწადში ეს, დაახლოებით, 30-ე დეპორტაციაა”,- ამბობს ცირამუა.
საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 3 დეკემბერს, გამთენისას დაბრუნდნენ.