ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კაჭკაჭიშვილი: სააკაშვილი გულაობდა ისე, როგორც დღევანელი მთავრობის წევრები

„გულაობდა“ სააკაშვილი? რა თქმა უნდა (ისევე, როგორც დღევანდელი მთავრობის წევრები). ინდივიდუალური მუხრუჭები სააკაშვილს არ ჰქონია, რომ განცხრომაზე უარი ეთქვა.
უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სისტემა, პოლიტიკური კულტურა და საზოგადოებრივი აზრი უშვებდა (და დღემდე უშვებს) მსგავსი „გულაობის“ შესაძლებლობას. ჩვენ რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა ვყოფილიყავით/ვიყოთ, სისტემა ჩამოიშორებდა გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებებს იმის მეათედისთვისაც კი, რაც სააკაშვილს და მისი მთავრობის წევრებს საკუთარი სიამოვნებისთვის დაუხარჯავთ.
მაგრამ, არ ვართ და არც ვყოფილვართ განვითრებული დემოკრატიის ქვეყანა – გარდამავალი, „ჰიბრიდული“ რეჟიმი გვქვია. ჰოდა, შეფასებების გაკეთებისას, ცოტა კონტექსტიც რომ გავითვალისწინოთ, კარგი იქნება.

 

წერს Facebook-ზე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

იტვირთბა....