ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათიაშვილი: 26 მაისს აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო, ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ

ირაკლი ბათიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ბათიაშვილის თქმით,  დემონსტრანტებს გასაქცევი ყველა გზა ჩაუკეტეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

„თავისუფლების მოედნის მხრიდან, რუსთაველის მხრიდან, ზევიდან, ქვევიდან – აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო. ალყა იყო შემორტყმული და თავიდანვე დაიწყეს შემოტევა და ძალიან დიდი რაოდენობით ძალები ჰყავდათ მობილიზებულები. ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ. მე პირდაპირ მოსაკლავად მომდევდნენ, სროლა-სროლით მოდიოდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, როდესაც რუსთაველის კინოთეატრის ზემოთ ავედით სახურავზე“, – ამბობს ბათიაშვილი.

იტვირთბა....