ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხუხაშვილი: სისტემა დგას პირად და არა სახელმწიფო ერთგულებაზე – ეს სტანდარტი ივანიშვილმა დაამკვიდრა

[su_quote] ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმატების ფორმულა არის არა ის, რომ სხვაზე უკეთესად გამოიყურებოდეს, არამედ ის, რომ სხვა გამოიყურებოდეს მასზე უარესად.
იგივე ხდება სახელმწიფო მმართველობაში – თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, იმას კი არ უნდა ცდილობდე, რომ კონკურენტებზე უკეთესად გამოიყურებოდე, არამედ იმას, რომ კონკურენტები შენზე უარესად ჩანდნენ.
სისტემა დგას პირად და არა სახელმწიფოს ერთგულებაზე, კომპრომატზე და არა წესიერებაზე, ბრმა აღსრულებასა და არა ინიციატივაზე.
ეს სტანდარტი დაამკვიდრა ბიძინამ, ასე მართავს ქვეყანას და პოლიტიკურ პროცესს.
ბუნებრივია, რომ ასეთ ნეგატიურ სისტემაში განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.[/su_quote]

წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....