.
“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები, რომლებმაც ქალაქი დაკარგეს, დაჯგუფება ISIS-მა ცოცხლად დაწვა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა DailyMail ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მებრძოლები ერაყის ქალაქ მოსულში დასაჯეს. მოსული დღემდე რჩება ISIS-ის დაჯგუფების ძირითად ცენტრად ერაყში. მოსულის მაცხოვრებლები იუწყებიან, რომ ჯიჰადისტებმა მებრძოლები ყველასთვის დასანახად, ქალაქის ცენტრში დაწვეს, რათა სხვა სამხედროებმა იგივე ვეღარ გააკეთონ.
შეგახსენებთ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი რამადი რამდენიმე დღის კვირის წინ დაკარგა. კოალიციამ აშშ-ს ხელმძღვანელობით ქალაქი გაათავისუფლა. რამადის დაკარგვამ სერიოზულად შეასუსტა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ერაყში.