ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სააკაშვილი: რაც შეეხება ბოტოქსს, აბსოლუტური სიცრუეა, 2008 წლის შემდეგ მჭირდებოდა კანზე მკურნალობა

[su_quote]რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას ეს დოკუმენტები, რომლებზეც ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის ნერვების მკურნალობა, რომელიც განვითარდა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ. ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებშიც შეგიძლიათ, რომ ნახოთ როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რაც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც პიჯაკების საქმეს განიხილავენ. ცნობისთვის, პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [8 837 461 ლარი] ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

იტვირთბა....