ახალი ამბები საზოგადოება

ვარკეთილში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში. სამხედრო დასახლებაში ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი შეეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

 

იტვირთბა....