[su_quote] შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყო სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში, ათი ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა დიდი ოდენობით. იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული არ გვაქვს ჩვენ ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა. არ ვიცი რა დავარქვა, “პინოქიო” ან “ბურატინო” უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით [/su_quote]
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინება ფიქსირდება.