ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული.

ის გუშინ სასამართლოს წინ, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

თამლიანის წინააღმდეგ ძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბესიკ თამლიანი 20-21 ივნისის საქმეზე 4 ივლისს კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს. მას ბრალად ედებოდა  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. თამლიანი პატიმრობიდან 2020 წლის 23 მარტს გაათავისუფლეს.

იტვირთბა....