ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

პოლიციამ თბილისში ადგილები არ გვაქვსო – გიგი უგულავა მარნეულში გადაიყვანეს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია უგულავას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

„გიგი უგულავა მარნეულშია გადაყვანილი. პოლიციამ თბილისში ადგილები არ გვაქვსო,“ – წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....