[su_quote]სწორედ იმიტომ, რომ სინანული არ არსებობს, ნაფოტებად ხედავენ გირგვლიანს, ნაფოტებად ხედავენ 7 ნოემბერს დარბეულ ადამიანებს, ნაფოტებად ხედავენ ყველა იმ მსხვერპლებს, რომლებიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი მსხვერპლები არიან.
რაც შეეხება ბოდიშის მოხდის საკითხს, არსებობს სინანულის ორი აქტი. ერთი ეს არის ადამიანური სინანული და ჩვენ ვატყობთ, რომ ადამიანური სინანული მას არ აქვს და მეორე ეს გახლავთ სამართლებრივი სინანული და როგორც ხედავთ, ის არც სამართლებრივად არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე მას მისჯილი აქვს სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ და არის ცნობილი დამნაშავედ. როგორც ჩანს, ის არც ადამიანურად, არც სამართლებრივად არ ინანიებს ამას [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დღევანდელ სასამართლო პროცესზე.