მას არაფერი აქვს ქართული. უკრაინის ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც პატივს არ სცემს არც საქართველოს ინტერესებს, არც საქართველოს საზღვრებს, არც საქართველოს პასპორტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„გირგვლიანის მკვლელობაზე ალბათ არაფერი იცოდა, არ სმენია. გელაშვილის ცემის ფაქტი საიდან? ალბათ სპეცრაზმს გაახსენდა, რომ გადაეკეტათ და ეცემათ. 7 ნოემბრის მომიტინგეების დარბევა ალბათ არ იცოდა და სხვებმა გააკეთეს, თვითონ, რას ამბობთ, დემოკრატიის შუქურა იყო“, – განაცხადა ზარქუამ.