ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ხმაურია. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს. გზის გადაკეტვას ეწინააღმდეგება პოლიციას. პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანონ.  პოლიციის თანამშრომელი გიგი უგულავას მოუწოდებს გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, დღეს თავის სასამართლო პროცესს ესწრება.

დღეს სასამართლო მოსმენა უნდა გაიმართოს 7 ნოემბრის საქმეზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....