ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდება

პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეგულაციების შედეგად 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდება.

როგორც ღარიბაშვიმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მისივე თქმით, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

ღარიბაშვილის განმარტებით, შეზღუდვა შეეხება:

სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე, პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.

იტვირთბა....