ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეგნანი: მოხარული ვარ, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობა საშუალებას აძლევს პროცესზე დასწრების

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ მოხარულია იმით, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს სურვილისამებრ დაესწროს პროცესს.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას. აშშ-მა, როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა სურვილისამებრ დასწრებოდა პროცესს, რაც არის მისი უფლება და რაც, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ არის ამისი სურვილი. ამგვარად, მე მოხარული ვარ, რომ მას შეუძლია წასვლა სასამართლოზე, მე ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში”,- თქვა კელი დეგნანმა.

როგორც პენიტენციური სამსახური ადასტურებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება.

სხდომის პარალელურად დაგეგმილია მხარდამჭერი აქციაც. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული, დღევანდელ სხდომაზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ.

იტვირთბა....