ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი არის ისტორიული უსამართლობა და ეს უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მელიამ საქალაქო სასამართლოს წინ განაცხადა.
“ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ, უამრავი ადამიანი ვართ ამის მონაწილე ეს უნდა დასრულდეს და აუცილებად დასრულდება, როდესაც ჩვენ ამდენი ხალხი ვდგავართ და შიგნით ივანიშვილი ასამართლებს მიხეილ სააკაშვილს ეს ისტორული აბსურდია. ესეც დასრულდება… რავიცი ვერტმფრენები აფრინეს, მემგონი ერთი ბეტეერები და ტანკები არ გამოუყვანიათ დანარჩენი ყველა სახის ტექნიკა მობილიზებულია”,- ამბობს მელია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშული, სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს

