ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა აუცილებელია იყოს გამჭირვალე საზოგადოებისთვის. ამის შესახებ დეკანოიძემ საქალაქო სასამართლოს წინ განაცხადა.
“ეს სასამართლო პროცესი არის უპრეცედენტო, გულწრფელად რომ გითხრათ ამ სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ აუცილებელია რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, მისი მიმართვა, მისი წარდგენა რომელსაც გააკეთბს საზოგადოებისთვის იყოს გამჭირვალე”,- ამბობს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშული, სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს

