ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პროკურორი: სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ, 721 ათასი ლარი კოსმეტიკური ხარჯებისთვისაა გაწეული

დაცვის მხარეს აქვს სტრატეგია. ბუნებრივია, მე მათ პოლიტიკურ განზრახულობებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ სამართლებრივ ჭრილში რომ შევაფასო მათი განცხადებები, მათი ძირითადი ორიენტირია, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთოს გარკვეული პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა იმედის ეთერში განაცხადა.

„კონკრეტული პირის სიამოვნებისა და მისთვის რაღაც კომფორტული პროცედურების მიღებისთვის დაცვის მხარე ცდილობს ეს სისხლის სამართლის საქმე წარმოაჩინოს, როგორც პიჯაკების საქმე. ანუ, იმდენად ზედაპირული პოზიციაა, რომ თუნდაც, პიჯაკების დონეზე 9 მლნ ლარის დაყვანის არარეალურობა, მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა გულუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში სააკაშვილის მიერ პიჯაკების შეძენა ქვაკუთხედი ნამდვილად არ არის. პროკურორის განმარტებით, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ გაწეული კოსმეტიკური ხარჯები ყველაზე მეტია და 721 ათასს შეადგენს.

იტვირთბა....